- ლინგვისტიკური იმპერიალიზმი
- პრობლემატურად აღიქვება ბევრის მიერ ინგლისური ენის (მისი ამერიკული ვარიანტის) გავრცელება მსოფლიოში, როგორც კულტურათაშორისი კომუნიკაციის ძირითადი საშუალების. ინგლისურის გავლენა მსოფლიოს განვითარებაზე ასევე ხასიათდება როგორც „ლინგვისტიკური იმპერიალიზმი“. ამავე დროს, ინგლისური ენის გავრცელება იმდენად ინტენსიურია, რომ British Council-ს შეფასებით 2015 წლისათვის მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი ილაპარაკებს ინგლისურად, ხოლო ორ მილიარდამდე ადამიანი დაიწყებს ამ ენის შესწავლას მომავალი ათი წლის განმავლობაში.Source: მელიქიძე ვალერი. მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ვალერი მელიქიძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
Georgian encyclopedia. 2013.